
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲥᲐᲝᲡᲘᲓᲐᲜ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲐᲛᲓᲔ
Consulting Workshop
5 შეხვედრიანი პროგრამა, რომელიც სამ კვირაში დაგანახებთ:
✅რა აფერხებს ორგანიზაციულ განვითარებას
✅რომელი ცვლილებებია პრიორიტეტული მოკლე ვადაში
✅სად არის ეფექტიანობის და პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობები
პროგრამის ბოლოს შექმნით 90 დღიან სამოქმედო გეგმას
ᲔᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡᲐᲐ, ᲗᲣ:
"ყველა დაკავებულია, მაგრამ შედეგი არ ჩანს"
"სტრატეგია არსებობს, მაგრამ გუნდი მას არ მიჰყვება. ყველა თავის სამყაროში ცხოვრობს"
"ერთი და იმავე პრობლემები ხშირად მეორდება"
"გუნდი მუდმივად ელოდება ინსტრუქციებს. არ იღებს ინიციატივებს"
"თქვენს გარეშე არაფერი გამოდის. უთქვენოდ საქმე ჩერდება"
"ბიზნესი იზრდება და კონტროლი იკარგება"
90% შემთხვევებში ეს არ არის ადამიანების პრობლემა.
ეს სისტემური პრობლემებია.
მათი დიაგნოსტიკა და მოგვარება სისტემური გადაწყვეტებით ხდება.
ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ - CONSULTING WORKSHOP
❌
ეს არ არის "კიდევ ერთი" სასწავლო კურსი, სადაც მოისმენთ ლექციებს და გააკეთებთ ჩანაწერებს.
✅
ეს არის სამუშაო პროცესი, სადაც თქვენი საქმე და ბიზნესი არის სასწავლო მასალაც და სამუშაო ობიექტიც.
✔ვიყენებთ McKinsey-ს ანალიტიკოსების კარგად გამოცდილ ინსტრუმენტებს: 7S Framework and MECE Analysis.
✔ყოველი შეხვედრის ბოლოს მიდიხართ კონკრეტული, პრაქტიკული შედეგით.
თითო სესიის ანატომია:
-
20 წთ - თემის განხილვა
-
40 წთ - ქაოსის დიაგნოსტიკა და პრობლემის არტიკულაცია
-
60 წთ - ბიზნეს ქეისები, მოგვარების გზების განხილვა და დისკუსია
21 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲠᲘᲓᲐᲜ
ᲧᲝᲕᲔᲚ ᲝᲗᲮᲨᲐᲑᲐᲗᲡ, 19:00 - 21:00 სთ
10 ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔ
შეხვედრის ადგილი:
ბიზნეს ცენტრი M25, მთაწმინდა, კაკაბაძის #5
* მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია მანქანის საპარკინგე ადგილი
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲘ
AMI-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი
მენეჯმენტის, კონსალტინგისა და კომპლექსური პროექტების მართვის 20-წლიანი უნიკალური გამოცდილება მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.
სპეციალიზებულია ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაში, რეორგანიზაციასა და სტრუქტურულ მოწყობაში, სტრატეგიის განვითარებასა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციაში. ფლობს სხვადასხვა ინდუსტრიისა და მასშტაბის კომპანიებთან მუშაობის როგორც პრაქტიკულ, ისე საკონსულტაციო გამოცდილებას.
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ
აგებულია McKinsey 7 S ჩარჩოს მიხედვით
ოთხშაბათი,
21 ოქტომბერი
1. ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ (STRATEGY)
ცენტრალური კითხვა: სად მიდიხართ და რატომ?
რას განვიხილავთ
-
რატომ ვარდება სტრატეგიების უმეტესობა — "სტრატეგიული თეატრის" სინდრომი
-
კონკურენტული უპირატესობის წყაროები
-
სტრატეგიის არტიკულაციის ჩარჩოები (Porter, Blue Ocean, Jobs-to-be-Done)
-
როგორ მოვახდინოთ სტრატეგიის კასკადირება ორგანიზაციაში
-
როგორ ჩავშალოთ სტრატეგია 3-5 წლის, 1 წლის და კვარტალურ მიზნებად MECE პრინციპით
რას მიიღებთ
სტრატეგიიდან გამოწვეული ქაოსის დიაგნოსტიკა და მოგვარების გზების იდენტიფიცირება
ოთხშაბათი,
28 ოქტომბერი
2. ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ (STRUCTURE)
ცენტრალური კითხვა: ვინ ვის ექვემდებარება და ვინ რაზე აგებს პასუხს?
რას განვიხილავთ
-
რომელი სტრუქტურა მუშაობს რა ეტაპზე — ბიზნესის ზრდის ფაზებთან შესაბამისობა
-
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებები და ანგარიშვალდებულება (RACI მოდელი)
-
როგორ ამოვიცნოთ "ნაცრისფერი ზონები" — სადაც ვერავინ ხვდება, ვის რა ევალება
-
როგორ ჩავშალოთ ფუნქციები MECE-ის პრინციპით, რომ არ იყოს არც დუბლირება, არც "გეპები"
რას მიიღებთ
ორგანიზაციული სტრუქტურიდან გამოწვეული ქაოსის დიაგნოსტიკა და მოგვარების გზების იდენტიფიცირება
ოთხშაბათი,
4 ნოემბერი
3. ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲔᲑᲘ (SYSTEMS)
ცენტრალური კითხვა: როგორ კეთდება საქმე ყოველდღიურად?
რას განვიხილავთ
-
როდის გვჭირდება და როგორი პერფორმანს ინდიკატორები: KPI და OKR-ები
-
როგორ განვსაზღვროთ 3-5 ყველაზე კრიტიკული პერფორმანს ინდიკატორი
-
როგორ განვსაზღვროთ კრიტიკული პროცესები და აღმოვაჩინოთ "გაჟონვის" წერტილები — სად იკარგება დრო, ფული და კლიენტი
რას მიიღებთ
მართვის სისტემიდან გამოწვეული ქაოსის დიაგნოსტიკა და მოგვარების გზები
ოთხშაბათი,
11 ნოემბერი
4. ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘ (STAFF) და ᲣᲜᲐᲠᲔᲑᲘ (SKILLS)
ცენტრალური კითხვა: რა ტიპის ადამიანები გვყავს და გვჭირდება? რა შეუძლია მათ რეალურად?
რას განვიხილავთ
-
სამუშაო ძალის დაგეგმვა (workforce planning) — ვინ გვჭირდება და როდის
-
როგორ ამოვიცნოთ კრიტიკული პოზიციები (სადაც ერთი ადამიანის წასვლა ბიზნესს აზიანებს)
-
"Core competencies" კონცეფცია — რა გვაქცევს კონკურენტუნარიანებად
-
უნარების ხარვეზების ანალიზი (skills gap analysis)
რას მიიღებთ
თანამშრომლებისა და მათი შესაძლებლობების მიზეზით გამოწვეული ქაოსის დიაგნოსტიკა და მოგვარების გზები
ოთხშაბათი,
18 ნოემბერი
5. ᲡᲢᲘᲚᲘ + ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ (STYLE + SHARED VALUES)
ცენტრალური კითხვა: ორგანიზაციული კულტურა და სტილი, ეხმარება თუ ხელს უშლის ორგანიზაციას წინსვლაში?
რას განვიხილავთ
-
მართვის სტილი და მათი გავლენა ორგანიზაციულ კულტურაზე
-
გადაცემული vs. რეალური ღირებულებები — რატომ არ მუშაობს "კედელზე გაკრული "ღირებულებები
-
როგორ შევუსაბამოთ კულტურა სტრატეგიას — რომ კულტურა გახდეს სტრატეგიის "საწვავი" და არა "მუხრუჭი"
რას მიიღებთ
-
სტილით და ღირებულებებით გამოწვეული ქაოსი და მოგვარების გზები
-
ორგანიზაციულ ელემენტებს შორის არსებული შეუსაბამობები (misalignments)
-
პრიორიტეტიზაცია: საიდან დავიწყოთ
ᲠᲘᲗ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲣᲚᲘ
სხვა პერსპექტივით დანახული ორგანიზაცია
ორგანიზაციას შეხედავთ არა ცალკეული პრობლემების ჭრილში, არამედ როგორც ერთიან სისტემას.
ნათლად დაინახავთ რომელია ის კრიტიკული პრობლემები, რომლებიც სხვა პრობლემებს იწვევს.
ინდივიდუალური კონსალტინგ სესიები
ინდივიდუალური სესიები გეხმარებათ მიღებული ცოდნის დანერგვაში იქ, სადაც გჭირდებათ.
დამატებითი სესიების დაგეგმვა შესაძლებელია AMI დამფუძნებლებთან: ნიკა ქურდიანთან და ლევან სამადაშვილთან.
მცირე, დახურული ჯგუფი მონაწილეებისთვის
ჯგუფში იქნება მხოლოდ 10 ადამიანი, რაც მაქსიმალურად ინდივიდუალურ მიდგომისას უზრუნველყოფს.
გაიცნობთ ბიზნეს-ლიდერებს, რომლებიც თქვენს მსგავს გზას გადიან.
ᲒᲐᲘᲐᲠᲔ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ
EARLY BIRD ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ
სტანდარტული ფასი - 1200₾
-
პირველი 5 მონაწილე - 950₾
კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
ტელ.: 514 418 484
ელ ფოსტა: info@ami-georgia.com


