ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შპს „პრაქტიკული მართვის ინსტიტუტი“ (ს/კ: 405812232), შემდგომში — „ინსტიტუტი“ ან „კომპანია“) წარმოგიდგენთ წინამდებარე წესებსა და პირობებს (შემდგომში — „წესები“), რომლებიც წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე იურიდიულ შეთანხმებას ინსტიტუტსა და მის მომხმარებლებს შორის.
ეს დოკუმენტი არეგულირებს ინსტიტუტის ვებ-გვერდის (www.ami-georgia.com) გამოყენების პირობებს, ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ ყველა მომსახურებაში (კურსები, ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოპები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები) მონაწილეობას, აგრეთვე კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებულ ნებისმიერ კომუნიკაციას.
გთხოვთ, მომსახურების გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ წესებს. მომსახურებით სარგებლობა, მათ შორის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია ან სწავლის საფასურის გადახდა, ნიშნავს თქვენს სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე წესებზე.
1. ზოგადი დებულებები და წესები
1.1. წესების მოქმედების სფერო
ინსტიტუტის მომსახურებით სარგებლობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში — „მომხმარებელი“ ან „მონაწილე“) ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას წინამდებარე წესები.
2. ინსტიტუტის უფლებები და ვალდებულებები
2.1. ინსტიტუტის ვალდებულებები
-
უზრუნველყოს ვებ-გვერდზე და ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე და სიზუსტე;
-
დაამუშაოს და დაიცვას მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისად;
-
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (მინიმუმ 70%-იანი დასწრება და კურსის ყველა მოთხოვნის შესრულება) მონაწილეს გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატი.
2.2. ინსტიტუტის უფლებები
-
საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს კურსის დეტალები (მაგ., დაწყების თარიღი, ფორმატი, ლექტორი, საკონტაქტო საათები) წინასწარი შეტყობინებით;
-
გააკონტროლოს მონაწილის დასწრება და დისციპლინის დაცვა;
-
გამოაქვეყნოს მონაწილეების მიერ შესრულებული ნამუშევრები ინსტიტუტის ოფიციალურ არხებზე (სახელის მითითებით ან მის გარეშე), სასწავლო პროცესის დემონსტრირების მიზნით.
-
შეწყვიტოს მონაწილისთვის მომსახურების მიწოდება წესების, დისციპლინის ან აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის შემთხვევაში.
3. მომხმარებლისა და მონაწილის ვალდებულებები
3.1. ზოგადი ვალდებულებები
-
მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო და ინფორმაციული მიზნებისთვის.
-
მონაწილე პასუხისმგებელია რეგისტრაციისას, გადახდისას ან ნებისმიერი კომუნიკაციის დროს მითითებული პერსონალური ინფორმაციის სისწორეზე.
-
მონაწილე ვალდებულია დაიცვას ინსტიტუტის დისციპლინური წესები, რეგულარულად დაესწროს ტრენინგებს და შეასრულოს სასწავლო დავალებები და პროექტები დათქმულ ვადებში.
3.2. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
-
მონაწილეს კატეგორიულად ეკრძალება ინსტიტუტის მიერ მიწოდებული სასწავლო მასალების, ვიდეო ჩანაწერების, პრეზენტაციების, შიდა დოკუმენტებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების გავრცელება, კოპირება, საჯარო ჩვენება ან მესამე პირებისთვის გადაცემა ინსტიტუტის წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მოიცავს როგორც ფასიან, ისე უფასო მასალებს.
-
ინსტიტუტის მასალების არასანქცირებული გავრცელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იურიდიულ პასუხისმგებლობას.
4. თანხის გადახდისა და დაბრუნების პოლიტიკა
4.1. კურსის საფასურის გადახდის პოლიტიკა
ინსტიტუტი მკაცრად იცავს თანხის დაბრუნების წესებს, რომლებიც განისაზღვრება მომსახურების დაწყებამდე გადახდის ფორმისა და კურსის ფორმატის გათვალისწინებით.
-
პროგრამის საფასური განისაზღვრება არჩეული მომსახურების მიხედვით.
-
გადახდა უნდა განხორციელდეს შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
-
დაგვიანებული ან არასრული გადახდა შეიძლება გახდეს მონაწილეობის შეჩერების საფუძველი.
4.2. თანხის დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე კურსის დაწყებამდე და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
-
ამ შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხის 100%.
-
თანხის დაბრუნება განხორციელდება მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4.3. უარის თქმა კურსის დაწყების შემდეგ
კურსის დაწყების შემდეგ მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება.
4.4. გამონაკლისი შემთხვევები (სამედიცინო მიზეზები)
-
თუ მონაწილე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო (რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით) ვერ აგრძელებს სწავლას, ინსტიტუტი განიხილავს თანხის ნაწილობრივი დაბრუნების შესაძლებლობას იმ სასწავლო საათების პროპორციულად, რომელიც სტუდენტმა ვერ მიიღო.
-
ალტერნატიულად, შესაძლებელია სწავლის დროებით შეჩერება და იგივე ან ექვივალენტურ კურსზე ჩარიცხვა მომდევნო ჯგუფში, დამატებითი გადასახადის გარეშე.
-
თანხის დაბრუნების მოთხოვნისათვის, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება (ელექტრონული ფოსტით) ინსტიტუტის ოფიციალურ მისამართზე: info@ami-georgia.com
4.5. ინსტიტუტის მიერ კურსის გაუქმება
-
თუ ინსტიტუტი ცალმხრივად აუქმებს სასწავლო კურსს, მონაწილეს აქვს უფლება მოითხოვოს გადახდილი თანხის 100% უკან დაბრუნება ან გადავიდეს სხვა ექვივალენტურ კურსზე.
-
ამ შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ინსტიტუტი არ არის პასუხისმგებელი:
-
მონაწილის მიერ მიღწეულ საბოლოო შედეგებზე (პროფესიული წინსვლა, დაწინაურება და მსგავსი შედეგები), რადგან ეს მთლიანად დამოკიდებულია მონაწილის პირად ძალისხმევასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
-
ვებ-გვერდის ან მომსახურების დროებით შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური გაუმართაობით, ფორს-მაჟორული გარემოებებით ან მესამე მხარის მიერ მიწოდებული სერვისების შეფერხებით.
-
მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებულ ინფორმაციაზე ან დოკუმენტებზე.
6. კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა
6.1. პერსონალური მონაცემების დამუშავება
ინსტიტუტი აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სასწავლო პროგრესის მონაცემები) მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:
-
მომსახურების მიწოდება და სასწავლო პროცესის მართვა;
-
კომუნიკაცია მომხმარებელთან (ინფორმაცია კურსების, სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ);
-
სტატისტიკური ანალიზი და მომსახურების გაუმჯობესება.
6.2. მონაცემთა უსაფრთხოება
ინსტიტუტი იყენებს თანამედროვე ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს (მათ შორის SSL დაშიფვრა, უსაფრთხო სერვერები) პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან დასაცავად.
6.3. მონაცემების გამჟღავნება
ინსტიტუტი არ გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
-
არსებობს მომხმარებლის წინასწარი თანხმობა.
-
მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს მონაცემების გამჟღავნებას (მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნა).
7. ფოტო-ვიდეო მასალების შექმნა და გამოყენება
-
ჩაწერის უფლება: ინსტიტუტი უფლებამოსილია, სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის, საარქივო მიზნებისა და მარკეტინგული საჭიროებებისთვის, განახორციელოს ყველა ლექციის, ტრენინგისა და ღონისძიების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
-
გამოყენების უფლება: მონაწილე ეთანხმება, რომ ინსტიტუტს უფლება აქვს, ჩაწერის პროცესში დაფიქსირებული მონაწილის გამოსახულება და ხმა გამოიყენოს ინსტიტუტის შიდა საჭიროებებისთვის, აგრეთვე მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის (მათ შორის, სოციალურ ქსელებში, ვებ-გვერდსა და საინფორმაციო მასალებში) მონაწილის დამატებითი თანხმობის გარეშე.
8. წესებში ცვლილებების შეტანა
ინსტიტუტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ან განახორციელოს დოკუმენტის რედაქტირება/განახლება. განახლებული წესები გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს განახლებები. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება მიიჩნევა განახლებული პირობების სრულ მიღებად.
9. დავების გადაწყვეტა
წინამდებარე წესებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაეცემა განსახილველად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის სასამართლოებს.
