
ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲛᲘᲡᲘᲐ ᲓᲐ ᲮᲔᲓᲕᲐ
ჩვენ ვეხმარებით ქართულ კომპანიებს მართვის ეფექტური სისტემების ჩამოყალიბებაში.
ამ მიზნით შევქმენით სწავლებისა და თანამშრომლობის პლატფორმა - AMI, სადაც პრაქტიკოსი ტრენერები გაგიზიარებენ საკუთარ რეალურ გამოცდილებას და თქვენთან ერთად იმუშავებენ რეალური ბიზნესგამოწვევების საპასუხოდ.
ჩვენი მიზანია, მომდევნო ხუთ წელიწადში AMI ვაქციოთ რეგიონის წამყვან ინსტიტუტად ორგანიზაციული მართვის სფეროში, რომელიც ფოკუსირებულია პრაქტიკული ცოდნის გაზიარებასა და ბიზნესის გაძლიერებაზე.
ᲠᲘᲗ ᲐᲠᲘᲡ AMI ᲒᲐᲛᲝᲠᲩᲔᲣᲚᲘ
AMI-ის უნიკალურობა მის პრაქტიკულ მიდგომასა და იმ კონკრეტულ სარგებელშია, რასაც თითოეული მონაწილე იღებს:
-
სწავლა პრაქტიკოსებთან ერთად — ჩვენი ყველა ტრენერი საკუთარი საქმის წარმატებული პროფესიონალი და პრაქტიკოსია. ისინი გიზიარებენ პირად გამოცდილებას, რაც რეალურად მუშაობს პრაქტიკაში და რასაც, თქვენთვის ხელშესახები შედეგების მოტანა შეუძლია.
-
ინტერაქტიული სამუშაო გარემო — ტრადიციული, მოსაწყენი ლექციების ნაცვლად ჩვენთან დაგხვდებათ დინამიური, ინტერაქტიული გარემო, სადაც სწავლა ერთობლივი ანალიზისა და დავალება-პროექტების შესრულებით ხორციელდება.
-
რეალური ქართული ქეისები — ჩვენ არ ვიყენებთ აბსტრაქტულ, თეორიულ სიმულაციებს. თქვენ ჩვენთან ერთად განიხილავთ და იმუშავებთ რეალური ქართული კომპანიების მაგალითებზე, რაც გაგიმარტივებთ მიღებული ცოდნის გადატანას და გამოყენებას თქვენს სამუშაო პრაქტიკაში.
-
უფასო მენტორინგ სესიები — მენტორინგ სესიები AMI-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. სასწავლო პროცესის პარალელურად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩვენს ტრენერებთან განიხილოთ თქვენი კომპანიის კონკრეტული ქეისები, მიიღოთ პერსონალური რჩევები და დამატებითი მხარდაჭერა სასურველი მენეჯმენტ მოდელის დანერგვაში.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი ან მოგვწერეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: info@ami-georgia.ge



