top of page
0U6A4221.jpg

ᲡᲐᲝᲤᲘᲡᲔ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲐ

ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲔᲑᲘ — ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲐ — ᲣᲙᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘ

მართე რთული საუბრები და აქციე ისინი შენს პროფესიულ უპირატესობად!

შეხვედრაზე ყველა თანახმაა, დერეფანში კი სულ სხვა საუბარი იწყება​

​საუკეთესო არგუმენტები მხოლოდ საუბრის დასრულების შემდეგ გახსენდება.

ლაპარაკი გინდა ხელფასის მატებაზე ან დაწინაურებაზე.. 

სწორ მომენტს ელოდები, რომელიც არასოდეს დგება.​

ავტომატურად ამბობს „კი"-ს, როცა „არა"-ს თქმა გინდოდა, მერე კი შინაგანად ბრაზით ივსები.

თუ ერთი სიტუაცია მაინც გეცნობა, ეს კურსი შენთვისაა..

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ეს არის პრაქტიკული გზამკვლევი საოფისე ურთიერთობების ლაბირინთში ნავიგაციისთვის.

​

ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

​​

  • ფარული და ღია კონფლიქტების უკეთ მართვას

  • საკუთარი პოზიციის დაცვასა და მოლაპარაკებების ხელოვნებას

  • "არა"-ს თქმას და "არა"-ს მიღების თავისუფლდებას

  • უკუკავშირის უკეთ გაცემას და მშვიდად მიღებას

  • შინაგანი მენტალური რესურსის დაზოგვას

  • რთული საუბრების უფრო კონსტრუქციულად წარმართვას

​

კურსი ისეა აწყობილი, რომ დაეხმაროს მონაწილეებს თავი დააღწიონ დამღლელ შინაგან მონოლოგებს, დერეფნის ჭორებსა თუ „ჩუმ ომებს“ და ააწყონ ისეთი ურთიერთობები კოლეგებთან, უფროსთან თუ სხვა დეპარტამენტებთან, სადაც თითოეული მხარის საჭიროებები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია.

  • 12 ᲜᲝᲔᲛᲑᲠᲘᲓᲐᲜ

  • ᲮᲣᲗᲨᲐᲑᲐᲗᲝᲑᲘᲗ, 19:00-22:00 სთ

  • 6 ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ

  • 18 ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲡᲐᲐᲗᲘ

​​

შეხვედრის ადგილი:

 

სასტუმრო "აფიშა," მელიქიშვილის #5

ᲤᲐᲡᲘ: 1350₾

​

სპეციალური ფასი: 2+ მონაწილისთვის და კომპანიებისთვის

ᲠᲐᲡ ᲓᲐᲕᲤᲐᲠᲐᲕᲗ

მუდმივი პროკრასტინაცია

იძულებითი კომპრომისი

"იტალიური გაფიცვა"

"მშრალი" კომპლიმენტები 

ილუზორული შეთანხმება

შინაგანი მონოლოგები

იარლიყების მიწებება

რესურსებზე "ომები"

მიკრო-აგრესია

სხვა საკითხები, რაც საოფისე ურთიერთობების ყოველდღიურობის ნაწილია..

oem ტრენერები

ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲘ

ტრენერს აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ფსიქოლოგიის, კვლევის, კრეატიული აზროვნებისა და ლიდერობის განვითარების მიმართლებებით.

 

ადამიანის ქცევისა და ორგანიზაციული კულტურის კვლევის მიმართულებით, განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი კვლევითი და განვითარების პროექტი საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

​

არის Barrett Values Centre-ის სერტიფიცირებული კონსულტანტი და ლიდერობის ქოუჩი. მისი სპეციალიზაციაა ორგანიზაციული კულტურა, ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა და ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაცია.

oem სილაბუსი

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ

ხუთშაბათი,

12 ნოემბერი

1. რთული საუბრის ანატომია

​

  • რა განწყობით შევდივართ საუბრებში, სანამ პირველ სიტყვას ვიტყვით

  • როგორ განვსაზღვროთ, რისი მიღწევა გვინდა, რა გვჭირდება ამისთვის და ვინ რაზეა პასუხისმგებელი

  • რა აქვს საერთო უკუკავშირს, მოლაპარაკებას და კონფლიქტის პროცესებს.

ხუთშაბათი,

19 ნოემბერი

2. მომზადება რთული საუბრისთვის

​​​​

  • როგორ ვაქციოთ გაღიზიანება და კრიტიკა საქმიან საუბრად

  • როგორ მოვისმინოთ უარი ისე, რომ პირადად არ მივიღოთ

  • როგორ დავინახოთ, რა არის მნიშვნელოვანი მეორე მხარისთვის, როცა უარს გვეუბნება

​

ხუთშაბათი,

26 ნოემბერი

3. დიალოგის ხელოვნება

 

  • გავეცნობით დიალოგის რუქას: როგორ მიდის საუბარი ორმხრივი მოსმენიდან შეთანხმებამდე

  • გავეცნობით მოსმენის ტექნიკებს

  • ვივარჯიშებთ კრიტიკის მოსმენაში თავდაცვის და თავდასხმის გარეშე.

  • ვივარჯიშებთ რთულ საუბარში, სადაც ორივე მხარე საკუთარ თავს სრულად გამოხატავს და ერთმანეთს ბოლომდე უსმენს.

ხუთშაბათი,

3 დეკემბერი

4. უკუკავშირი განვითარებისთვის

​

  • გავეცნობით პოზიტიური და მაკორექტირებელი უკუკავშირის მოდელს

  • განვიხილავთ განვითარებაზე და ზრდაზე ორიენტირებული უკუკავშირის პრინციპებს

  • გავივლით გზას დამნაშავის ძებნიდან ორმხრივ პასუხისმგებლობამდე

  • როლურ თამაშებში გავიგვლით უკუკავშირის მიცემისა და მიღების პრაქტიკას მონაწილეების რეალურ სიტუაციებზე და რთულ რეაქციებთან ყოფნის უნარებს.

ხუთშაბათი,

10 დეკემბერი

5. საოფისე მოლაპარაკებები

​

  • ვისაუბრებთ მოლაპარაკებაზე, რომელიც კითხვით და მოსმენით იწყება და არა მოთხოვნით, ან ულტიმატუმით და ემსახურება ორივე მხარის ინტერესების გარკვევას

  • განვიხილავთ უარს, როგორც დიალოგის დასაწყისს და არა დასასრულს, და გზას პოზიციების ომიდან საერთო გამოსავლამდე.

  • როლურ თამაშებში გავივლით მოლაპარაკების მთელ გზას, მომზადებიდან შეთანხმებამდე, რომელიც ორივე მხარისთვის მუშაობს.

​​

ხუთშაბათი,

17 დეკემბერი

6. კონფლიქტის ნავიგაცია

​

  • განვიხილავთ, როგორ დავრჩეთ დიალოგში, როცა მძაფრი ემოციები გვიტაცებს

  • შევისწავლით საკუთარ და სხვის ბრაზთან ყოფნის სტრატეგიებს

  • ვივარჯიშებთ ყურადღების სწრაფ გადატანაში საკუთარი ინტერესებიდან მეორე მხარის ინტერესებზე და ისევ საკუთარ თავზე, მაშინაც კი, როცა დაძაბულობა მაღალია.

  • როლურ თამაშებში რეალურ კონფლიქტურ სიტუაციებს შეთანხმებამდე მივიყვანთ და განვიხილავთ, როდის სჭირდება კონფლიქტს მესამე მხარე, მედიატორი.

​​

conversations რეგისტრაცია

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ / ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ჩვენი გუნდი შეტყობინების მიღებიდან 24 საათში დაგიკავშირდებათ

ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ

2+ მონაწილე: - 15%

AMI სხვა კურსთან ერთად: - 30%

​

კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვირეკეთ და მოგვწერეთ:

​

info@ami-georgia.com

ტელ. 551 155 664

1-06_edited.png
bottom of page