top of page
Image by Benjamin Child

ᲒᲐᲮᲓᲘ HR ᲛᲔᲜᲔᲯᲔᲠᲘ

პრაქტიკული კურსი დამწყებთათვის: 0-დან პირველ HR პოზიციამდე

8

პრაქტიკული სესია

100%

რეალური ქეისები

TOP

ქართული და უცხოური გამოცდილება

წარმატებული HR პროფესიონალები ​

გასწავლიან და გაგიზიარებენ საკუთარ უნიკალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას

კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი!

ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡᲐᲐ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲒᲐᲛᲘᲖᲜᲣᲚᲘ

✅ მათთვის, ვინც HR სფეროში კარიერის დაწყებას გეგმავს;

​​

✅სხვა პროფესიული სფეროდან HR მიმართულებით გადასვლის მსურველებისთვის;


✅HR სპეციალისტებისთვის და მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაფართოება და სისტემატიზაცია;


✅მცირე ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც თანამშრომლების მართვის პროცესებში არიან ჩართული.

ᲨᲔᲛᲝᲒᲕᲘᲔᲠᲗᲓᲘ!

  • 7 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲠᲘᲓᲐᲜ

  • 8 ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ

  • ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ 19:00-22:00სთ

  • ​ᲧᲝᲕᲔᲚ ᲝᲠᲨᲐᲑᲐᲗᲡ

  • ᲤᲐᲡᲘ - 650 ₾

  • ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ - ​ONLINE

ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ

შექმენი შენი HR სტრატეგია გამოცდილი მენტორების დახმარებით

რეალური ბიზნეს სცენარები, რომლებსაც მეორე დღიდანვე გამოიყენებ

პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც რეალურად იყენებენ ტოპ კომპანიები —

KPI, HR Analytics, 9-Box

კრიზისის სცენარები და გადაჭრის საუკეთესო გზები

ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲔᲑᲘ

წარმატებული HR პრაქტიკოსები და ლიდერები

ეთუნა ჟვანია - HR ხელმძღვანელი, კომპანია "არქი"

დავით კლდიაშვილი - IBL კონსალტინგი, პარტნიორი

ანა სილაგაძე - HR ხელმძღვანელი, TBC უზბეკეთი

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ

7 დეკემბერი, 2026

ორშაბათი

14 დეკემბერი, 2026

ორშაბათი

21 დეკემბერი, 2026

ორშაბათი

28 დეკემბერი, 2026

ორშაბათი

11 იანვარი, 2027

ორშაბათი

18 იანვარი, 2027

ორშაბათი

25 იანვარი, 2027

ორშაბათი

25 იანვარი, 2027

ორშაბათი

სესია 1. HR-ის როლი და ადგილი კომპანიაში

ტრენერი: ანა სილაგაძე

 

  • HR-ის როლი დღეს: დოკუმენტების მომზადებიდან კომპანიის განვითარებაში მონაწილეობამდე

  • HR-ის ძირითადი ფუნქციები და თანამშრომლის სრული ციკლი კომპანიაში

  • HR ბიზნეს პარტნიორი (HRBP): მენეჯმენტთან საუბარი მათ ენაზე

  • თანამშრომლების რაოდენობისა და ხარჯების დაგეგმვა (Workforce Planning, ბიუჯეტირება): საბაზისო მიდგომა

  • როგორ ცვლის AI HR-ის როლს და რა დავალებებს იღებს თავის თავზე

​

პრაქტიკა: ერთი კომპანიის HR ფუნქციების რუკის შედგენა

სესია 2. თანამშრომლების მოძიებისათანამედროვე მეთოდები

ტრენერი: ეთუნა ჟვანია

 

  • კომპანიის მიმზიდველობა კანდიდატებისთვის (EVP)

  • კომპანიის იმიჯი დამსაქმებლის ბაზარზე (Employer Branding)

  • ვაკანსიის შედგენა და კანდიდატების მოძიების არხები

  • CV-ების გადარჩევა და გასაუბრების წარმართვა

  • კანდიდატის გზა კომპანიამდე (Candidate Journey)

  • AI-ით CV-ების გადარჩევის შესაძლებლობები და რისკები

​

პრაქტიკა: ვაკანსიის დაწერა, CV-ების შეფასება, სიმულაციური გასაუბრება

სესია 3. შრომის სამართალი HR-ისთვის, ნაწილი 1: დაქირავება და შრომითი ხელშეკრულება

ტრენერი: დავით კლდიაშვილი

​

  • შრომითი ურთიერთობის საფუძვლები: მხარეების უფლება-მოვალეობები

  • შრომითი ხელშეკრულების შედგენა: სავალდებულო პირობები, გამოსაცდელი ვადა, ტიპიური შეცდომები

  • სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო და ანაზღაურება

  • თანამშრომლების მონაცემებისა და კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა AI-ის გამოყენებისას

  • დასაქმებულის უფლებები და თანასწორი მოპყრობა

​

პრაქტიკა: შრომითი ხელშეკრულების შედგენა და შეცდომების მოძებნა მზა ნიმუშში

სესია 4. თანამშრომლის გზა კომპანიაში

ტრენერი: ანა სილაგაძე

 

  • თანამშრომლის გამოცდილება კომპანიაში (Employee Experience)

  • თანამშრომლის გზის რუკა: ადაპტაცია, მუშაობა, ზრდა, გასვლა (Employee Journey Map)

  • ახალი თანამშრომლის ადაპტაცია (Onboarding)

  • თანამშრომლის ჩართულობა (Engagement): თანამედროვე მიდგომები

  • კომპანიის კულტურა: ღირებულებების გადაქცევა ყოველდღიურ ქცევად

​

პრაქტიკა: ონბორდინგის გეგმის შედგენა პირველი 30 დღისთვის

სესია 5. თანამშრომლების განვითარება, მოტივაცია და ანაზღაურება

ტრენერები: ანა სილაგაძე

​

  • ტრენინგ საჭიროებების ანალიზი (TNA)

  • პირადი განვითარების გეგმა (PDP)

  • მოტივაციის თეორიები

  • ფულადი და არაფულადი წახალისების სისტემები

  • ანაზღაურებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება

​

პრაქტიკა: PDP-ის შედგენა და წახალისების პაკეტის შემუშავება

სესია 6. შესრულების მართვა

 ტრენერი: ანა სილაგაძე

​

  • კომპანიის მიზნებიდან თანამშრომლის მიზნებამდე (ძირითადი მეტრიკები)

  • მიზნების ჩამოყალიბება (SMART)

  • უწყვეტი უკუკავშირის პრაქტიკა (Continuous Feedback)

  • ძლიერი თანამშრომლების იდენტიფიცირება შესრულებისა და პოტენციალის მიხედვით (9 Box Matrix)

​

პრაქტიკა: SMART მიზნების დაწერა და უკუკავშირის სიმულაცია

სესია 7. შრომის სამართალი HR-ისთვის, ნაწილი 2: შვებულება, დისციპლინა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

 ტრენერი: დავით კლდიაშვილი

​

  • შვებულებები, ბიულეტენები და დეკრეტული შვებულება: პრაქტიკული საკითხები

  • შინაგანაწესი

  • დისციპლინური პასუხისმგებლობა

  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და სწორი პროცედურა

  • შრომითი დავები: მოქმედების წესი და გავრცელებული შეცდომები

​

პრაქტიკა: რეალური შემთხვევების (ქეისების) ანალიზი

სესია 8. HR ანალიტიკა და ციფრული ინსტრუმენტები

ტრენერი: ეთუნა ჟვანია

​

  • კორპორაციული კულტურისა და ჩართულობის დიაგნოსტირება

  • ძირითადი HR მეტრიკები:

    • HR to Employee Ratio (HR-ებისა და თანამშრომლების თანაფარდობა)

    • Turnover (თანამშრომელთა დენადობა)

    • Retention (თანამშრომლების შენარჩუნება)

    • Time-to-Fill (ვაკანსიის შევსების დრო)

    • Quality of Hire (დაქირავების ხარისხი)

    • Absenteeism (გაცდენები)

    • Promotion rate (დაწინაურების მაჩვენებელი)

​

პრაქტიკა: ჩართულობის დიაგნოსტირების ინსტრუმენტის აწყობა

HR რეგისტრაცია

ᲒᲐᲘᲐᲠᲔᲗ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

ჩვენი გუნდი შეტყობინების მიღებიდან 24 საათში დაგიკავშირდებათ

bottom of page