top of page
Image by Jakub Żerdzicki

ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲛᲔᲜᲔᲯᲛᲔᲜᲢᲘ 

არაფინანსისტებისთვის

პრაქტიკული უნარები კარიერის შემდეგი ნაბიჯისთვის

6 სესიაში ისწავლით:

 

P&L-ის, ბალანსისა და Cash Flow-ს წაკითხვას და ციფრებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

24

ნოემბრიდან

6

შეხვედრა

18

სასწავლო საათი

ONLINE - 550₾

ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡᲐᲐ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲒᲐᲜᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚᲘ

წინასწარი ცოდნა და გამოცდილება საჭირო არ არის.

​

ᲔᲡ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲨᲔᲜᲗᲕᲘᲡᲐᲐ, თუ ..

✅გეგმავ კარიერულ წინსვლას ან გუნდის ხელმძღვანელობას

​

✅გსურს საკუთარი ბიზნესის დაწყება

​

✅ მუშაობ მარკეტინგში, გაყიდვებში, ოპერაციებში, HR-ში, პროექტებზე ან სხვა არაფინანსურ როლში

​

✅შეხვედრებზე, სადაც ციფრებზე საუბრობენ, ვერ ერთვები და ამის შეცვლა გსურს​

ᲔᲡ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲨᲔᲜᲗᲕᲘᲡ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, თუ..

❌ჯერ არ გიმუშავია. კურსი სამუშაო სიტუაციებზეა აწყობილი და გამოცდილების გარეშე ნაკლებად გამოგადგება

​​

❌ბუღალტერიის სწავლა გინდა. აქ ბუღალტერიას არ ვასწავლით. ვასწავლით, როგორ წაიკითხო ციფრები და როგორ გამოიყენო ისინი

​​

❌უკვე ხარ პროფესიონალი ფინანსისტი და ცოდნის გაღრმავებას გეგმაც​​​

აქ ისწავლი, როგორ წაიკითხოთ ციფრები და როგორ გამოიყენოთ ისინი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ᲠᲐᲡ ᲛᲘᲘᲦᲔᲑ

📄 სერტიფიკატი, რომელსაც LinkedIn-სა და CV-ში დაამატებ
 

📊 საბოლოო ნამუშევარი: რეალური კომპანიის ერთგვერდიანი ფინანსური ანალიზი

​
🧰 მზა შაბლონები, რომელსაც რეალურად გამოიყენებ

ᲘᲜᲢᲔᲠᲐᲥᲪᲘᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ

კურსი აწყობილია საინტერესო ქეისებზე, სადაც..

ერთი შეხედვით პასუხი აშკარა ჩანს, სინამდვილეში კი ასე არ არის!

რატომ გვჭირდება ეს ხარჯი?​

​

როგორ გადავთარგმნოთ ჩვენი შეთავაზების ღირებულება ციფრებში, რომ არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყოს. 

გაყიდვები გაიზარდა. რატომ შემცირდა მოგება?​

​

კარგი ამბავი ზოგჯერ ცუდს მალავს. გავარკვევთ სად იკარგება მოგება.

ორი კომპანია ერთნაირი მოგებით. რომელს ენდობით?

​

რომელი საგანგაშო ნიშნები ჩანს ანგარიშგებაში მანამდე, სანამ პრობლემას ყველა დაინახავს.

შენს ბიუჯეტში გადახარჯვაა. ვინ არის დამნაშავე?​

​

როგორ ვიპოვოთ გადახრის რეალური მიზეზი და როგორ ჩავერთოთ განხილვაში ციფრებით და არა ვარაუდებით.

პასუხები ციფრებშია. კურსზე ისწავლით, სად მოიძიოთ ეს ციფრები და როგორ წაიკითხოთ ისინი. 

ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲘ

მაკა ხაბეიშვილი.webp

AMI ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲘ

ტექ. ინთელიჯენს პლატფორმის ლიდი, სფეის ინთერნეიშენალი, უზბეკეთი

 

18+ წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში, მონაცემთა ანალიტიკაში და სტრატეგიულ დაგეგმვაში, საქართველოსა და უზბეკეთში.​

 

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს:

 

  • სტრატეგიული დაგეგმვა და კონტროლი: კომერციული დაგეგმვისა და მომგებიანობის მართვა, დაგეგმარების და ბიუჯეტირების პროცესების კოორდინირება და კონტროლი

​​

  • მონაცემთა ანალიტიკა: კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, ბიზნეს/კომერციული ინსაითების გენერაცია და სამომავლო ტრენდების პროგნოზირება.

​

  • კომპანიის არამატერიალური აქტივის ფინანსური შეფასება, გაყიდვა.ტექ. ანალიტიკის პლატფორმის გამართვა კომპანიის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის

ᲡᲘᲚᲐᲑᲣᲡᲘ

სამშაბათი,

24 ნოემბერი

სესია 1: ფინანსური აზროვნება

​​

  • რა როლს ასრულებს ფინანსები ბიზნესში და რატომ ეხება ეს ყველა თანამშრომელს

  • შემოსავალი, ხარჯი, მოგება და ფული: ოთხი ცნება, რომლებიც ხშირად ერთმანეთში ერევათ

  • რატომ შეიძლება მოგება გქონდეთ, ფული კი არა

  • სამი ფინანსური ანგარიშგება (მოგების ანგარიშგება, ბალანსი და ფულადი ნაკადები): რას გვიყვება თითოეული

სამშაბათი,

1 დეკემბერი

სესია 2: მოგების ანგარიშგება (P&L): სად იკარგება მოგება

​​​

  • გზა შემოსავლიდან წმინდა მოგებამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ

  • რა ხარჯები აქვს ბიზნესს და როგორ გავაანალიზოთ ისინი

  • რატომ შეიძლება გაყიდვები იზრდებოდეს, მოგება კი მცირდებოდეს

  • როგორ წავიკითხოთ P&L წუთებში

სამშაბათი,

8 დეკემბერი

სესია 3: ბალანსი: რა აქვს კომპანიას და ვის ეკუთვნის

​

  • აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი: რა აქვს კომპანიას, რა ევალება და რა რჩება მფლობელს

  • ფული, მარაგი, მისაღები თანხები და სესხები

  • რას გვეუბნება ამ მაჩვენებლების ზრდა ან კლება

  • როგორ უკავშირდება ბალანსი მოგების ანგარიშგებას

სამშაბათი,

15 დეკემბერი

სესია 4: ფულადი ნაკადები (cash-flow): მოგება ჯერ კიდევ არ არის ფული

​

  • საიდან შემოდის ფული და სად მიდის

  • რატომ შეიძლება მოგებიანი კომპანია ფულის დეფიციტში აღმოჩნდეს

  • როგორ „ყლაპავს“ ფულს მარაგი და მისაღები თანხები და როგორ ეხმარება გადასახდელი თანხები

  • ინვესტიციები, სესხები, დივიდენდები და თავისუფალი ფული

სამშაბათი,

22 დეკემბერი

სესია 5: სრული სურათი: როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი კომპანია

​

  • P&L, ბალანსი და Cash Flow ერთად: როგორ ავაწყოთ კომპანიის სრული სურათი

  • ძირითადი მაჩვენებლები: ზრდა, მარჟა, ლიკვიდობა, ვალი

  • საგანგაშო ნიშნები, რომლებიც დროულად უნდა შეამჩნიოთ

  • ორი კომპანიის შედარება: რომელი უფრო მყარად დგას

სამშაბათი,

29 დეკემბერი

სესია 6: ციფრებიდან გადაწყვეტილებამდე: ბიუჯეტი და პროგნოზი

​

  • როგორ იგეგმება ბიუჯეტი

  • გეგმა და ფაქტი: რატომ ჩნდება გადახრა და რა ვქნათ მასთან

  • სცენარები: საუკეთესო, საბაზისო და უარესი

  • როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება ციფრებზე დაყრდნობით და არა ინტუიციით

Fin რეგისტრაცია

ᲨᲔᲐᲕᲡᲔᲗ ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲘ

ჩვენი გუნდი მალევე დაგიკავშირდებათ

bottom of page