top of page
0U6A4221.jpg

ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ

12 ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ
36 ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲐᲐᲗᲘ

oem ტრენერები

ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲔᲑᲘ

oem სილაბუსი

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ

1. ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲘᲠᲔᲑᲐ

ტრენერი: ლევან სამადაშვილი​​

  • რა არის ორგანიზაციული კულტურის ძირითადი მაფორმირებელი ფაქტორები: ლიდერობის სტილი და ორგანიზაციული სტრუქტურა

  • როგორ დავადგინოთ ლიდერობის სტილი - ჯონ მაქსველის ლიდერობის ხუთი ტიპი, დავალებებზე-ფოკუსირებული vs. ურთიერთობებზე-ფოკუსირებული ლიდერები

  • რა გავლენას ახდენს ორგანიზაციული სტრუქტურა კომპანიის სტრატეგიის განხორციელებაზე და ზოგადად, ეფექტიანობაზე

  • როგორ შევქმნათ მიზნების შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა: ფუნქციური, პროდუქტზე ორიენტირებული და მატრიცული სტრუქტურები

პრაქტიკული სავარჯიშო: ხუთი კომპანიის შერჩევა და მათი ორგანიზაციული სტრუქტურების გაუმჯობესება

2. ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲘᲡ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ტრენერები: ინგა ყელაურაძე, ლევან სამადაშვილი

​​

  • რატომ რთულდება სტრატეგიის აღსრულება?

  • როგორ გამოვიყენოთ OKR სტრატეგიული მართვის კონტექსტში 

  • OKR დანერგვის სამი ძირითადი პილარი

  • OKR მართვის ციკლი და არქიტექტურა

  • ცვლილებების მართვის საუკეთესო მიდგომები: კოტერის 8 ნაბიჯი და McKenzie 7 S

პრაქტიკული მაგალითები:

  • OKR-ის გამოყენება Google და Intel-ის მიერ 

  • სამოქალაქო რეესტრის რეფორმის გარჩევა McKenzie 7 S მოდელით

3. ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ - ᲘᲓᲔᲘᲓᲐᲜ ᲕᲐᲚᲘᲓᲐᲪᲘᲐᲛᲓᲔ (Discovery)

ტრენერი: ნათია ჭანტურია

  • იდეების გენერირება - როგორ და საიდან მოვიფიქროთ სიცოცხლისუნარიანი იდეები

  • როგორ შევამოწმოთ იდეის კონკურენტული უპირატესობა (VRIO და სხვა ფრეიმვორკები)

  • როგორ განვსაზღვროთ იდეის / პროდუქტის პოზიციონირება ბაზარზე კონკურენტებთან მიმართებაში (Perceptual Map)

პრაქტიკული მაგალითები:

  • საერთაშორისო მაგალითი:  IDEO

  • ქართული კომპანიის მაგალითი: Veli Store

4. ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ: ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲥᲛᲜᲘᲗ ᲓᲐ ᲕᲣᲨᲕᲔᲑᲗ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲡ (Delivery)

ტრენერი: ნათია ჭანტურია

  • როგორ შევარჩიოთ პროექტის მართვის რომელი მიდგომა იქნება უფრო ეფექტიანი ჩვენი მიზნებისთვის: Agile vs Waterfall; როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ პროცესები და მოვაწყოთ გუნდები

  • რა შევქმნათ პირველად და რაზე ვთქვათ უარი, რათა გუნდის რესურსი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე მივმართოთ (პრიორიტეტიზაციის ფრეიმვორკები - RICE & Impact/Effort Matrix)

  • პროდუქტის გაშვება: Go-to-Market (GTM) სტრატეგიის ფომირება - როგორ უზრუნველვყოთ პროდუქტის წარმატებული გაშვება და მომხმარებლამდე მიტანა

პრაქტიკული მაგალითები:

  • საერთაშორისო მაგალითი: Spotify squad/tribe model

  • ქართული კომპანიის მაგალითი: TBC UZ გუნდების მოწყობა

პრაქტიკული სავარჯიშო

  • შერჩეული კომპანიებისთვის RICE გამოყენება და GTM სტრატეგიის შექმნა.

5.    ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲖᲠᲓᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲘᲠᲔᲑᲐ 

ტრენერი: ნათია ჭანტურია

  • პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ფაზები

  • მომხმარებლების აკვიზიცია და შენარჩუნება: flywheel vs funnel

  • პროდუქტის მასშტაბირების სტრატეგიული ფრეიმვორკები (Ansoff Matrix)

მოწვეული სპიკერი - ნიკა ქურდიანი

  • Amazon-ის მიერ flywheel მოდელის გამოყენება

  • ქართული კომპანიის მაგალითი: TBC უზბეკეთი

​​

6. ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲘᲡ  ᲛᲐᲠᲗᲕᲐ

ტრენერი: ინგა ყელაურაძე

  • ტრანსფორმაცია და მისი კავშირი ორგანიზაციის სტრატეგიასთან

  • ტრანსფორმაცის მართვის მთავარი პრინციპები

  • მართვის მოდელები Lean, Kaizen და Kanban                                                   

  • Agile დანერგვა პროცესების მართვაში

  • სერვისის უწყვეტობის მიდგომები

პრაქტიკული მაგალითები

  • საერთაშორისო მაგალითი: Netflix Chaos Engineering

  • ქართული კომპანიის მაგალითი: TBC

​​

7.    ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲝᲑᲐ 

ტრენერი: ეთუნა ჟვანია

  • ძირითადი მიზეზები რატომ უნდა ცდილობდეს კომპანია თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდას

  • ჩართულობის ზრდის სტრატეგიები - როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია და ინტერესი საქმის მიმართ

  • თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების კვლევის მეთოდები

  • გაუწევდნენ თუ არა ჩვენს კომპანიას რეკომენდაციას ჩვენივე თანამშრომლები - ENPS (Employee Net Promoter Score)

პრაქტიკული მაგალითები

  • Gallup-ის ჩართულობის მოდელი

პრაქტიკული სავარჯიშო: შერჩეული კომპანიებისთვის ENPS კვლევის დაგეგმვა

​​

8.  ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ ᲓᲐ ᲛᲝᲢᲘᲕᲐᲪᲘᲐ

ტრენერი: ეთუნა ჟვანია

  • რატომ არის მნიშვნელოვანი შესრულების მართვა და რა ძირითადი მექანიზმები გამოიყენება (OKR, KPI, MBO, BSC, SMART)

  • შესრულების მართვის ციკლი და ძირითადი მეტრიკები

  • რა არის შეფასების სიტემის წარუმატებლობის მთავარი მიზეზები

  • როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია - მოტივაციის საფუძვლები და ტიპები

პრაქტიკული მაგალითები

  • Google და Henkel​

​​

9. ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘᲐᲜᲝᲑᲐ

ტრენერი: ეკატერინე აზარაშვილი

  • როგორ ამოვიცნოთ PRO (problems, risks and opportunities) დილემა? - პრობლემების, რისკებისა და შესაძლებლობების გააზრება ერთ პრიზმაში

  • როგორ გადავჭრათ  პრობლემები, შევარბილოთ რისკები და აღმოვაჩინოთ შესაძლებლობები? - PRO დილემებთან გამკლავება

  • როგორ ავირიდოთ კრიზისი PRO დილემების სწორი მართვით? -სწრაფი რეაგირების უპირატესობა პარადიგმის ცვლილებისას.

პრაქტიკული მაგალითები

  • საერთაშორისო მაგალითი - Netflix

  • ქართული კომპანიის მაგალითი  HORECA სექტორში 

პრაქტიკული სავარჯიშო

  • შერჩეული კომპანიებისთვის რამდენიმე PRO დილემის იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტა

​​

10. ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲒᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲛᲔᲢᲠᲘᲙᲔᲑᲘ

ტრენერი: მაკა ხაბეიშვილი

  • როგორ წავიკითხოთ ფინანსური ანგარიშგების ძირითადი ელემენტები (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადები) და დავაკავშიროთ ორგანიზაციის ოპერაციულ ეფექტიანობასთან

  • როგორ ასახავს ფინანსური ანგარიშგება და ძირითადი მეტრიკები ბიზნესის სიჯანსაღეს, ოპერაციულ ეფექტიანობას და კომპანიის ზრდას

  • როგორ განსაზღვროთ თქვენი კომპანიის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და ბიზნეს მეტრიკები

  • როგორ გავაანალიზოთ ფინანსური ანგარიშგება და დეშბორდები, რათა დროულად დავინახოთ რისკები და შესაძლებლობები

​​

პრაქტიკული სავარჯიშო

  • შერჩეული კომპანიების მაგალითზე, ფინანსური დეშბორდის შექმნა

​​

11.    AI ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲙᲝᲜᲢᲔᲥᲡᲢᲨᲘ

ტრენერი: თამარ ბოსიკაშვილი

  • რა არის AI მთავარი შესაძლებლობები , სისუსტეები და შეზღუდვები

  • რა AI რეგულაციები არსებობს სხვადასხვა დარგში - AI დანერგვის სიმარტივე და სირთულე

  • AI ხელსაწყოები თუ ადამიანური კაპიტალი - რომელ სფეროებშია ადამიანი შეუცვლელი

  • AI-ს მონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია

  • AI აგენტებთან მუშაობის გამოცდილება და შედარება

პრაქტიკული მაგალითები

  • საერთაშორისო მაგალითები: Netflix (რეკომენდაციები), AMAZON (ლოგისტიკა და customer experiences), Tesla (თვითმავალი მანქანები)  Startbucks (გაყიდვები და საოპერაციო ხარჯები), Spotify (პერსონალური რეკომენდაციები, რეკლამების თარგეთირება)

  • ქართული კომპანიის მაგალითი - BiteriumAI და HelioAI

პრაქტიკული სავარჯიშო

  • AI გამოყენების პრაქტიკული შესაძლებლობების იდენტიფიცირება ორგანიზაციულ პროცესებში

​​

12.    ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲮᲣᲗᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲔᲜᲢᲐᲪᲘᲐ

  • კომპანიების შეფასება peer review

  • გაუმჯობესების ახალი იდეები - continues improvement

  • კურსის შეჯამება

 

სერთიფიკატების გადაცემა

bottom of page