
AMI ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲘ
"ამირბარი" - დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
სასტუმრო ბიზნესის აღმასრულებელი ხელმძღვანელი | კონსულტანტი | ტრენერი | ქოუჩი
ქეთევან ალიმბარაშვილი მასპინძლობის ინდუსტრიის აღიარებული პროფესიონალია, ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესში 19+ წლიანი გამოცდილებით.
მას ეკავა მენეჯერული და აღმასრულებელი პოზიციები საქართველოს წამყვან სასტუმროებში, მათ შორის გენერალური მენეჯერის პოზიცია, სადაც წარმატებით ხელმძღვანელობდა გუნდებს, აუმჯობესებდა საოპერაციო პროცესებს და უზრუნველყოფდა ბიზნესის მდგრად ზრდას.
ქეთევანი არის „Les Roches“-ის საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტის Executive Master’s პროგრამის მონაწილე. 7 წლის განმავლობაში იგი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი სასტუმრო და რესტორნების მენეჯმენტის მიმართულებით.
როგორც კონსულტანტი, მონაწილეობდა არაერთი სასტუმროს გახსნაში, ბრენდინგსა და კონცეფციის განვითარებაში. მისი საქმიანობა მოიცავს სტრატეგიულ დაგეგმვას, საოპერაციო აუდიტს, სერვისის დიზაინსა და გუნდის განვითარებას.
სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩისა და ტრენერის რანგში, ქეთევანმა „თიბისი ბანკის“ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 5000-მდე ადამიანი გადაამზადა.
იგი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს დარგობრივ კონფერენციებში და მასპინძლობის სფეროს განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტია საქართველოში.
დღეს ქეთევანი ხელმძღვანელობს „ამირბარს“ — საქართველოს პირველ მასპინძლობის სააგენტოს, რომელიც სასტუმროებსა და რესტორნებს ეხმარება უნიკალური სტუმრის გამოცდილების, ძლიერი ბრენდისა და ეფექტური ოპერაციების შექმნაში.
